Go to content

VIP LEKVI. FCI/FCG-ის „GEO BEST PAWS“ ძაღლსაშენის შესახებ

Skip menu
Skip menu

FCI/FCG ის მინიატურული ძაღლსაშენის „GEO BEST PAWS“ შესახებ.

FCI-ის საშენი „GEO BEST PAWS“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს. საშენს დეკორატიული ძაღლების ჯიშების სელექციასა და მოშენებაში დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორისაა პომერანული შპიცი, ბივერ ტერიერი, იორკშირ ტერიერი და ჩიხუახუა.
 

ჩვენი პატარა ჯიშის ძაღლები

 
ჩვენ სპეციალიზებული ვართ მცირე ზომის ძაღლების მოშენებაზე და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ იმ ჯიშების ძირითადი თვისებები, რომლებზეც ვმუშაობთ. ამასთან, ჩვენი ძაღლებისა და ლეკვების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანმრთელობას, ტემპერამენტს, ფსიქიკურ მდგრადობასა და გენეტიკურ მახასიათებლებს.
 

პომერანული შპიცი

 
საშენი აქტიურად ავითარებს პომერანული შპიცების მიმართულებას, მათ შორის როგორიცაა, ექსკლუზიური, თეთრი შეფერილობის მიმართულებით. ჩვენს საშენში ასევე არიან შავი და შოკოლადისფერი პომერანული შპიცები.

პომერანული შპიცი რაღაც განსაკუთრებული ძაღლია!  — მსუბუქი, საოცრად ფუმფულა და ძალიან გამომსახველი. ზოგჯერ მგონია, რომ შპიცი ადამიანს სხვა ძაღლებზე უკეთაც კი უგებს.
 

ბივერ ტერიერი

 
არანაკლებ საინტერესო ჯიშია თავისი თავისებურებებითა და უნიკალური თვისებებით. მასში იორკშირის ტერიერის საუკეთესო თვისებებია შერწყმული, რომელსაც თავისი გამორჩეული შეფერილობა და განსაკუთრებული მეგობრულობა ემატება. ასევე სხვა ჯიშებიდან განსხვავებით მეტად ამტანი, ძლიერი, ჭკვიანი და ჯანმრთელი ჯიშია.

ალბათ გსმენიათ გამოთქმა „baby face-ის სახე“? ეს აღწერა ამ ჯიშს ასი პროცენტით შეესაბამება.
 

იორკშირ ტერიერი

 
იორკშირის ტერიერებს ჩვენი საშენის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ისინი ძალიან გონიერი, საყვარელი და მომხიბვლელი ძაღლები არიან, რომლებიც ადამიანს ადვილად ეჯაჭვებიან.

იორკშირის ტერიერს ბეწვის ნაცვლად თმა აქვს, რომელიც სტრუქტურით ადამიანის თმას ჰგავს და ქვებეწვი არ აქვს. მსგავსი ხარისხის თმა აქვს ბივერ ტერიერსაც.

ამ ჯიშს ხშირად ირჩევენ ადამიანები, რომლებისთვისაც ძაღლის ბეწვის თავისებურებები მნიშვნელოვანია და რომლებიც ეძებენ ვარიანტს, რომელიც შესაძლოა ალერგიის შემთხვევაში უფრო შესაფერისი იყოს.
 

ჩიხუახუა

 
ისინი პატარა უცხოპლანეტელ არსებებს ჰგვანან — ისეთი სასაცილო, უჩვეულო და უნიკალურები არიან. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი და ჩვევები აქვს, ასევე საოცარი უნარი, შეაყვაროს თავი ადამიანს. ჩიხუახუა ცნობილია როგორც ყველაზე პატარა ჯიშად, მაგრამ პატრონის მიმართ ყველაზე დიდი სიყვარულით გამოირჩევა.

სწორედ იორკშირ ტერიერებითა და ჩიხუახუებით დაიწყო ჩვენი ისტორია, როგორც ძაღლების მომშენებლობა. 2010 წელს ისინი ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრები გახდნენ, ხოლო უკვე 2012 წელს პროფესიონალურ მოშენებას  დავეუფლეთ.

საინტერესო სფეროა მომშენებლობა,  მაგრამ ამავ დროს რთული. იმიტომ რომ ჩვენ ვიღებთ დიდ  პასუხისმგებლობას! მაგრამ ეს ყველაფერი მსიამოვნებს, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი პატარები, მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ის რასაც მე ვქმნი თქვენთვის.
 

ლეკვის მფლობელს  საშენიდან ეძლევა !


  • ჯიშის შესაბამისი დოკუმენტების სრული პაკეტი;
  • ოფიციალური ვეტერინარული კლინიკის მიერ გაცემულ ვეტერინარული პასპორტი, სადაც მითითებულია ვაქცინაციისა და ჭიებზე დამუშავების შესახებ ინფორმაცია;
  • რეკომენდაციები, კვების, მოვლისა და აღზრდის შესახებ;
  • ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა — ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ და ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში ვეხმარებით.
 

ჩვენი მთავარი მიდგომა


ლეკვთან მუშაობა მისი ახალ სახლში გადასვლის მომენტით არ მთავრდება. ჩვენ მფლობელებს ვეხმარებით, შეეგუონ ახალ ცხოვრებას თავიანთ ოთხფეხა მეგობართან ერთად და ყოველთვის ვინარჩუნებთ მათთან კავშირს. მანამდე კი, სანამ ახალ ოჯახში გაემგზავრებია, ვცდილობთ, სწორად აღზრდილი და მოვლილი ლეკვი დავახვედროთ ახალ მეპატრონეებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ლეკვი მზრუნველ პატრონთან მოხვდეს, ხოლო მისმა მფლობელებმა კარგად იცოდნენ ჯიშის თავისებურებები და მზად იყვნენ ძაღლზე პასუხისმგებლობისთვის.
  
  
VIP LEKVI
GMV 2012-2026
Back to content