ჩემს შესახებ
ჩემს შესახებ
მოგესალმებით მეგობრებო, მე ქეთი ვარ, გოგო რომელიც სულ იპრანჭება და ასევე ზრუნავს თქვენი ბავშვების სილამაზეზე, კომფორტსა და ჰიგიენაზე... გადავწყვიტე ჩემი გვერდისათვის დამერქვა „ დოგოლინგო“, რაც ძაღლების ენაზე საუბარს ნიშნავს... ვინც მიცნობს და უნახავს ჩემი ინდივიდუალური კომუნიკაცია მათთან, ვფიქრობ არ იქნება უცხო შეფასება იმისა, რომ საკმაოდ კარგად გამომდის კომუნიკაცია, საერთო ენის გამონახვა, მათი მშვიდად ყოფნა ჩემს ხელში, სითბო და ზრუნვა... ბევრჯერ მომისმენია შეფასებებიც „ ჩემი ძაღლი ესე ჩემთან არ ჩერდება, ჩემი ძაღლი მოუსვენარია, ჩემი ძაღლი აგრესიულია“, მაგრამ ჩემთან სრულიად სხვანაირად მოქცეულან... ჩემი სახალისო პოსტებიდანაც ნახავდით, როგორ ვსაუბრობ ხოლმე მათთან... მოკლედ ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ოჯახში რამდენიმე პატარა ჯიშის ძაღლი მყავს და მათ ინდივიდუალურ ხასიათს საკმაოდ კარგად ვცნობ ჯიშების მიხედვით... შემდეგ დაიწყო ახალი ჰობი „ გრუმინგი“, რაც საკმაოდ კარგად გამომდიოდა. გადავწყვიტე შემდეგი ნაბიჯი ყოფილიყო ამ სფეროს უკეთ შესწავლა და რამდენიმე თვე ვიარე სალონში, ბოლოს ესეც რომ არ მეყო, წავედი უკრაინაში, გრუმინგის აკადემიაში “ vogue dog” , სადაც გავიარე ძალიან ბევრი ეტაპი. ერთ- ერთი უმთავრესი იყო ცხოველების ფსიქოლოგია და მათთან სწორი მიდგომა გრუმინგის პროცესში... მოკლედ სანამ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები არ ჩამაბარებინეს, არ გამომიშვეს იქიდან და დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა რომ დამსახურებულად ვიმკი ჩემი შრომის შედეგს... გპირდებით რომ ჩემს გვერდზე გაერთობით სახალისო პოსტებით და მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციებს სხვადასხვა ჯიშის ძაღლებზე... რაც შეეხება გრუმინგს, ნამუშევრებიც შეგიძლიათ შემიფასოთ, გამიკრიტიკოთ, გამომცადოთ საქმეშიც... მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო ჩემს შემოქმედებაზე, ძაღლების სიყვარულზე და მათთან ჩემს დამოკიდებულებაზე, გამაცანით თქვენი ბავშვები და ყოველ დღე დავწერ ახალ ინდივიდუალურ ლამაზ ისტორიას...